17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ბევრი ლგბტ დროშა დაიწვება, პირდაპირ გეტყვით - კონსტანტინე მორგოშია საქართველო-ლატვიის თამაშზე აქციას აანონსებს

ე.წ. ქართული მარში 9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიის თამაშზე აქციასა და სხვადასხვა სახის გამოსვლებს აანოსნებს. გუშინდელი დაკითხვების მიუხედავად, ე.წ. მარშის აქტივისტები პოზიციების შეცვლას არ აპირებენ.

ორგანიზატორების თქმით, აქცია მრავალათასიანი იქნება და მათ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდებიან. 

“გურამ კაშიას ეს პროპაგანდისტული აქცია ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ზოგისთვის მისაღებია, ეს მათი პოზიციაა, ჩვენ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჩვენ ჩვენი აზრის თავისუფლება გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს აქცია ჩატარდეს, ეს აქცია იქნება მრავალათასიანი. უამრავი პერფორმანსი იქნება, რასაც ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებ, სამწუხაროდ. გაცილებით ბევრი ლგბტ დროშა დაიწვება, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ყველას ეგ აქვს, ვინც გვწერს,“ - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

დღის ამბები