17 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ხაშურში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება - ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა

ხაშურის რაიონში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება გრძელდება. სოფელ ცედანთან 10 ჰექტრამდე ტყეს კვლავაც ცეცხლი უკიდია და ქარის გამო, არსებობს ხანძრის არეალის გავრცელების საშიშროება. დამწვარია ფოთლოვანი ტყის მასივი.

სახანძრო სამუშაოებს მიუდგომელი რელიეფი ართულებს. 200-ზე მეტი მეხანძრე, თითქმის, 20 საათია, ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს.

არ არის გამორიცხული, სამუშაოებში ავიაციის ჩართვაც გახდეს საჭირო. ავიაციის მობილიზების შესახებ გადაწყვეტილებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიიღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები