17 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"რაც შეეხება შავი PR-ს ელემენტებს, ეს სამწუხარო რეალობაა" - დიმიტრი ცქიტიშვილი "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშს ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. საუბარია წინასაარჩევნო დარღვევებზე, რომელშიც მთავარ პრობლემად ოპონენტების წინააღმდეგ შავი PR-ის ასაგორებლად სოციალური მედიის გამოყენება სახელდება. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად დგას თუმცა ამბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარემოს გათვალისწინებით, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია.

„ჩვენი ამოცანა იყო და არის ის რომ ჩატარდეს არჩევნები ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ამის მაგალითი ჩვენ ნამდვილად გვქონდა 2013-14-16 წლის არჩევნებზე. რაც შეეხება შავი PR-ის ელემენტებს, ეს სამწუხარო რეალობაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამ სოციალური ქსელების პირობებში ამის ბოლომდე გაკონტროლება შეუძლებელია, თუმცა ეს ძალიან ნეგატიური მოვლენაა და აზიანებს არჩევნების, როგორც ესეთის ფუნდამენტური დემოკრატიული დღესასწაულის გარემოს და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები