17 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
"ფეისბუქ ბოტებს გარდა გომელაურისა და ივანიშვილის სპეცსამსახურებისა, კურატორობს რუსეთის უშიშროების სამსახურიც“-შალვა ნათელაშვილი

„ამ ფეისბუქ ბოტებს კურატორობს გარდა გომელაურისა და ივანიშვილის სპეცსამსახურებისა, რუსეთის უშიშროების სამსახურიც“-ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშს. საუბარია დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო გარემოს მთავარ პრობლემად ოპონენტების წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად სოციალური მედიის გამოყენება სახელდება.  შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამ ყველაფერის უკან ხელისულება დგას.

„ეს ერთობლივი ბოტური სისტემაა, რომელმაც ამერიკაშიც გამოიჩინა თავი. სხვა ქვეყნების არჩევნებშიც და PR კამპანიებშიც და აქაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. უშუალოდ შემსრულებლები არიან ეს ნარკომანი ნაცვლიშვილი, ეს თაღლითობა-გამოძალვაზე ნასამართლევი რამიშვილი. ეს ურცხვი და მიცვალებულით მოვაჭრე იმედის დირექტორი რუხაძე. ეს ვასიკოები და მთელი ეს შემადგენლობა რომლებმაც სული მიყიდეს ეშმაკს. ამიტომ ამათი საქმეც უნდა დავამთავროთ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

ანგარიშს ეხმაურება „ევროპული საქართველოც.“ ოთარ კახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა მთლიანად ვერ გაკონტროლდეს  ყალბი ფეისბუქ გვერდები თუმცა ის შესაძლებელია, რომ გვერდის გადამხდელის ვინაობა დადგინდეს.

„მე არ მგონია, რომ სრულფასოვნად მოხდეს ინტერნეტსივრცეში იმის კონტროლი, რომელიც იუზერი, რომელ გვერდს გააკეთებს, მაგრამ მკაცრი კონტროლი სჭირდება სწორედ გადასახადის გადამხდელის ფულით დაფინანსებულ ამ გვერდებს, რომელიც შესაძლოა სუს-ის, შესაძლოა მთავრობის კანცელარიის, შესაძლოა შსს-ს ან სხვა რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების მიერ და რაც ყველაზე მიერ გადასახადის გადამხდელთა ფულით კეთდება,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები