წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივები ჭალე -ფახულანის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი, და ჯვარი- მუჟავას დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. სოფელი მუჟავა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მდებარეობს.
მოსახლეობა შიდა განათების დამონტაჟებასა და სოფელში სასმელი წყლის შეყვანასაც ითხოვს. ადგილობრივებს სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულიც შეხვდა.
„საკითხი არის გადაწყვეტილი, სექტემბრის თვეში, გამოცხადდება ტენდერი, ტენდერში გამარჯვებული დაიწყებს საგზაო სამუშაოებს. ამდენად, ეს მწვავე პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, მოგვარებულია,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.