ხაშურის რაიონში სოფელ ცედანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთვება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. შსს-ის ვერტმფრენი უკვე გზაშია.
სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
„კურიერთან“ საუბრისას შალვა ხუციშვილმა ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციის ჩართვის მიზეზები განმარტა.
„ქარია და სწრაფად იცვლის მიმართულებას, ამიტომ უფრო ეფექტურად და სწრაფად რომ მოხდეს ხანძრის ჩაქრობა, მაგიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება,“- განაცხადა ხუციშვილმა.
სოფელ ცედანთან 10 ჰექტრამდე ტყეს კვლავაც ცეცხლი უკიდია. დამწვარია ფოთლოვანი ტყის მასივი.
სახანძრო სამუშაოებს მიუდგომელი რელიეფი ართულებს.