ვენეციაში რიგით 75-ე კინო-ფესტივალი გაიხსნა. რეჟისორები და მსახიოებები იქ მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ. კინომარათონი ოსკაროსანი რეჟისორის დემიენ შაზელის "პირველი ადამიანის" ჩვენებით გაიხსნა, რომელშიც მთავარ გმირს, ამერიკელ ასტრონავტს ნილ არმსტრონგს, კანადელი მსახიობი, რაიან გოსლინგი ასახიერებს.
ფესტივალის პირველივე დღეს დააჯილდოვეს ვანესა რედგრეივი. ბრიტანელ ვარსკვლავს კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის ოქროს ლომი გადასცეს. ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების სიაში 21 ნამუშევარია. მათ შორის საუკეთესოს, ჟიური გილერმო დელ ტოროს ხელმძღვანელობით, 8 სექტემბერს გამოავლენს.