თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 ახალგაზრდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს.
კურიერის გადამღები ჯგუფი ახალგაზრდების საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ერგნეთში ელოდებოდა. აქვე იმყოფებოდნენ გატაცებულების მშობლები და მეგობრები.
გათავისუფლებულ მოლაშქრეებს, სავარაუდოდ, მცხეთის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანენ.