საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული 5 მოლაშქრე მცხეთის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც ისინი სამართალდამცველებს მათი დაკავების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
ერგნეთის საფუშაგოზე, სადაც მათ მშობლები და მეგობრები ელოდებოდნენ, დაახლოებით ერთი საათის წინ გადმოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს.