17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ყოფილი პრემიერი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში ორჯერ გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ჯანმრთელობის მდგომაროება კვლავაც მძიმეა.

ყოფილ პრემიერს ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ერთია თვეა, აწუხებს, რის გამოც ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო.

დღეს მერაბიშვილი საპატიმროში მისი ინტერესების დამცველმა, გიორგი ჩივიაშვილმა,  მოინახულა.

„ჰქონდა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესი. ასევე, აქვს სხვა ტიპის პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაზეც ამ მომენტში არ შემიძლია, მე ვისაუბრო დიაგნოზზე. იგი იქნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილი თავად ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, მისი გაყვანა გახდა საჭირო მეორედაც უკვე სხვა კლინიკაში და ჩაუტარდა გამოკვლევები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მედიკამენტოზური მკურნალობა. შესაბამისად, თუ ამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, შემდეგ კიდევ გახდება საჭირო გამოკვლევებისთვის მისი გაყვანა,“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველმა. 

დღის ამბები