გადაცემა 20-30-ის ყოფილი ექსპერტი, მიხეილ დუნდუა, შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსია.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ექსპერტს 2018 წლის პირველი ივლისიდან დღემდე შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი თაბუაშვილი, კი კვლავ ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
როგორც დონდუა კურიერთან აცხადებს, ის უკვე შეუდგა საქმიანობას, საკადრო გადანაცვლების მიზეზი კი მისთვის უცნობია.
„გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელობამ, რომ ეს საპასუხისმგებლო პოსტი ჩამებარებინა. უნდა დავუჭიროთ მხარი იმ რეფორმებს, რომელიც მიმდინარეობს. მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ სახელმწიფო ინტერესი იყოს დაცული და ბიზნესი იყოს ხელშეწყობილი,“ -ამბობს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი, მიხეილ დუნდუა.