ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ვერტმფრენმა სტიქიის ზონაში უკვე 15 შემოვლა განახორციელა.
გადაწყვეტილება სამი საათის წინ მიიღეს, რადგან რთული რელიეფის გამო, 200-ზე მეტი მეხანძრე ტყეში ცეცხლის კერასთან მიახლოებას ვერ ახერხებდა.
ცნობილია, რომ ხანძრის ჩაქრობის დღევანდელ ოპერაციაში პირველად ახალი სპეცტექნიკა იღებს მონაწილეობას, რომელსაც სტიქიის ზონაში წყალი გადააქვს.
ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი, ცოცხალი ძალა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულო საქმეთა დეპარტამენტის 30 თანამშრომელი.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი.