თაყვანისმცემლები და მეგობრები "სოულის დედოფალს" ემშვიდობებიან. ორდღიანი სამოქალაქო პანაშვიდების შემდეგ არეტა ფრანკლინს ხვალ დეტროიტში დაკრძალავენ.
მომღერლის ხსოვნას უკანასკნელ პატივს ქალაქის აფრო-ამერიკული ისტორიის მუზეუმში ათასობით ადამიანი მიაგებს. თაყვანისმცემლები შენობასთან საათობით დგანან რიგში.
არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონიას, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად, უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრება, მათ შორის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონიც, რომელიც, არსებული ცნობით, სიტყვითაც გამოვა.
სოულის დედოფალი 76 წლის ასაკში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა.