17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
5 ქართველი მოლაშქრე გამოკითხვაზე იმყოფება - ახალგაზრდები ცხინვალის ციხეში გატარებული დღეების შესახებ პოლიციას ჩვენებას აძლევენ

სამდღიანი ტყვეობის შემდეგ თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში მყოფი ხუთი ქართველი მოლაშქრე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. უკვე სამ საათზე მეტია, გატაცებისა და ცხინვალის ციხეში გატარებული დღეების შესახებ ისინი ჩვენებას პოლიციას აძლევენ. 

ერგნეთში აღმართულ ბეტონის საოკუპაციო კედელთან ახალგაზრდებს მშობლები ელოდნენ. შვილებს მათ მხოლოდ შორი მანძილიდან შეხედეს, რის შემდეგაც მოლაშქრეები დაკითხვაზე გადაიყვანეს.

გატაცებულების მშობლები გამორიცხავენ, რომ ქართველ მოლაშქრეებს გზა აებნათ და საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ, რადგან ყოველი მათგანი გამოცდილი მთამსვლელია.

საოკუპაციო რეჟიმმა თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში მყოფი 5 ახალგაზრდა ორი დღის წინ დააკავა. ისინი გარკვეული თანხის -70 ლარის, გადახდის შემდეგ დღეს გაათავისუფლეს.

 

 

 

დღის ამბები