სენატორ მაკკეინს უკანასკნელ გზაზე საქართველოს ორკაციანი დელეგაცია გააცილებს.
საქართველოს ეროვნული გმირის დაკრძალვაზე ჩასასვლელად ვერ მოიცალეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
გამართული კონსულტაციების შედეგად კი გადაწყდა, რომ ცერემონიას ვაშინგტონში პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაესწრებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში ნაციონალური მოძრაობის წევრები არ შეიყვანეს.
პარლამენტარები აშშ-ში გვიან ღამით გაფრინდნენ.