17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ხაშურის რაიონის სოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

ხაშურის რაიონის სოფელ ცედანში ​ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე, ცოცხალ ძალასთან ერთად, ვერტმფრენიც მუშაობს.

ცეცხლმა სოფელ ცედანთან 10 ჰექტრამდე ფოთლოვანი ტყის მასივი გაანადგურა. დასახლებულ პუნქტებამდე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, ქარის გამო არ არის გამორიცხული, ხანძრის ახალი კერები გაჩნდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით მოპყრობას გულისხმობს.

დღის ამბები