ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს კორუფციის მაჩვენებელიც მოხვდა.
დოკუმენტში, რომელიც ანდრეს მამიკინსმა მოამზადა, საუბარია ანტიკორუფციული სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოფის საკითხზე.
დოკუმენტში წერია, რომ კორუფცია საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.
არანაკლებ კრიტიკული იყო დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნაც, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, არაერთხელ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი.