მედიის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 6 თანამშრომელი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.მათ მხოლოდ ის განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება ოპტიმიზაციის ფარგლებში მიიღეს.
გათავისუფლებულები, პროფკავშირებთან ერთად, საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდებიან.
მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, საკადრო პოლიტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირადი სიმპათიების მიხედვით მიმდინარეობს.
მაუწყებელში ამ თემაზე განმარტებები არ გაკეთებულა.