17 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
თურქული ხომალდის ეკიპაჟის წევრების ულტიმატუმის ვადა ხვალ იწურება - მეზღვაურები ხელფასს ითხოვენ

თურქული ხომალდის, ალიხან კარტავის, ეკიპაჟის წევრების ულტიმატუმის ვადა ხვალ იწურება.

იმ შემთხვევაში, თუ გემთმფლობელი მათ ხელფასს არ გადაუხდის, ეკიპაჟის წევრები ავარიულ მდგომარეობაში მყოფილი ხომალდის გაყიდვას და აღებული თანხით დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ.

ალიხან კარტავის ეკიპაჟის წევრები 4 თვეა, ბათუმის ნავსადგურში იმყოფებიან. მათი განცხადებით, ხომალდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარემონტო სამუშაოებიც თავადვე შეასრულეს, ანაზღაურება კი დღემდე არ მიუღიათ.

დღის ამბები