17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
დაკავებულმა გარემოვაჭრემ ზუგდიდის პოლიციაში თვითმკვლელობა სცადა

ზუგდიდში გარემოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულმა დაკითხვის დროს თვითმკვლელობის მიზნით,  სამართებლით ვენების გადაჭრა სცადა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მარინა ფარულავას დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

მოვაჭრე მერიის ზედამხედველობის სამსახურის განცხადების საფუძველზე დაჯარიმდა და 1000 ლარამდე საქონელი ჩამოერთვა.

ფარულავა დღეს მერიის წინ მჯდომარე აქციის გამართვას გეგმავს.

„არ მივცემ იმის საშუალებას, რომ აქ გააკეთონ მაღაზიები, დავიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს,“ - ამბობს ფარულავა.

დღის ამბები