ფოთიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო.
მატარებელი არგვეთა-აჯამეთის მონაკვეთზე მსხვილფეხა პირუტყვს შეეჯახა, რის გამოც რამდენიმე ვაგონში ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეწყდა.
მატარებელში გამოირთო კონდიცირების სისტემაც.
საქართველოს რკინიგზის სამსახურის ინფორმაციით, მატარებელი რამდენიმე წუთში ალტერნატიულ წყაროზე გადავიდა, ამის შემდეგ კი მოძრაობა განაახლა.
რკინიგზაში მატარებლის ტექნიკურ ხარვეზს გამორიცხავენ და ამტკიცებენ, რომ დეპოს დატოვებამდე ყველა ვაგონი მოწმდება.