ხაშურში, სოფელ ცედანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარჩენილია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი.
ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.
ტყის ხანძარს სოფელ ცედანში ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ.