17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ვიდეოჯარიმებზე ინფორმაციის მისაღებად ტელეფონის ნომრის განახლება ცხელი ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა.

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი.  

ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე 20%-იანი შეღავათით სარგებლობს.

შსს-ს განმარტებით, სატელეფონო ნომრის შესაცვლელად ავტომობილების მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 41 91 91.

დღის ამბები