17 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ქრონიკული დაავადებების წამლებს 50%-იანი ფასდაკლება შეეხებათ - დავით სერგეენკო

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებს 50-პროცენტიანი ფასდაკლება შეეხებათ.

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სავარაუდოდ, წელსვე ბენეფიციარებს აღარ დასჭირდებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში მისვლა და დარეგისტრირება.

„თუ სოციალურად დაუცველების შემთხვევაში, მათ მაქსიმუმი ერთი ლარი უჯდებოდათ, ჩვენი საწყისი თამასა არის ის, რომ საპენსიო ასაკის მოსახლეობას და შშმ პირებს მაქსიმუმ იმის ნახევრის გადახდა მოუწიოთ, რასაც იხდიდნენ აგვისტოს მდგომარეობით.

ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ამ 23 დასახელებიდან ახალ მოსარგებლეებს, რომლებსაც ორშაბათიდან შეეძლებათ ჩართვა, ფინანსური ბარიერი არამხოლოდ 50%, არამედ 30-დან 11 შემთხვევაში ბევრად მეტად, 70-75%-ზე ნაკლებად შეეძლებათ, რომ შეიძინონ,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები