17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებზე დანამატების და პრემიების გაცემა დროებით შეჩერდა

მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებზე დანამატების და პრემიების გაცემა დროებით შეჩერდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანამატების და პრემიების გაცემა უწყებაში დაგეგმილი რეორგანიზაციის დასრულებამდე აღარ მოხდება.

მათივე განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

„რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებისათვის შეჩერდება დანამატებისა და პრემიების გაცემა.

"საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე რეორგანიზაცია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ეფექტური მმართველობის შექმნას ემსახურება,“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

დღის ამბები