17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა მიიღო.  

შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ასევე მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს.

„შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ატესტაციას, მრავალკომპონენტიან შეფასებასა და მთავარ პროკურორთან გასაუბრების ორგანიზებას უზრუნველყოფს," - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

დღის ამბები