17 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
თრუსოს ხეობიდან გატაცებულ 5 მოლაშქრეს ექსპერტიზა ჩაუტარდა

თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 მოლაშქრე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. ექსპერტიზამ უნდა გაარკვიოს, ხომ არ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი.

სალაშქროდ წასული ახალგაზრდები რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი გუშინ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ ხეობაში გზა აერიათ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდნენ.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენ მივდიოდით ყელის ტბაზე და ეგ არის ცრუ ინფორმაცია იმიტომ, რომ იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ყელის ტბაზე მისვლას უნდა 5-6 დღე და აზრადაც არ გვქონია იმიტომ, რომ ყელის ტბა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე,“ -ამბობს ერთ-ერთი მოლაშქრე, ვახტანგ გუბელაძე.

დღის ამბები