17 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
მოზარდების მკვლელობა - საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტს სექტემბერში წარუდგნეს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პირველ ეტაპზე მუშაობა დაასრულა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, განაცხადა, კომისიის მუშაობის ფარგლებში დაიკითხა ყველა მხარე. მისი თქმით, საქმეში იქნა გამოვლენილი კონკრეტული დარღვევები.

როგორც კაპანაძე აცხადებს, საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტს 20 სექტემბერს წარუდგენს.

„გვქონდა შეხვედრა ყველა მხარესთან, მოვისმინეთ პროკურატურის და შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციებს. გამოვლენილი იქნა კონკრეტული დარღვევები, რომელიც ასახული იქნება  საბოლოო დასკვნაში. ასევე იქნება კონკრეტული რეკომენდაციები გაცემული,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის განცხადებით, დასკვნის ნაწილი საჯაროდ იქნება განხილული.

დღის ამბები