ხანძარი სოფელ ცედანში ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მცირე კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.
მუშაობას განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სპეც-ტექნიკასთან და სახანძრო მანქანებთან ერთად. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალაც. ისინი დამწვარ ნიადაგს ამუშავებენ.
ცეცხლმა ცედანთან 10 ჰექტრამდე ფოთლოვანი ტყის მასივი გაანადგურა.
დასახლებულ პუნქტებამდე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.