გაეროს ექსპერტი, ხათუნა ახალაია, ხელისუფლებას საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
ეკოტოქსიკოლოგი მიიჩნევს, რომ ქიმიკატები ფერმერულ მეურნეობაში ადამიანისა და გარემოს მოწამვლის მძიმე შემთხვევებს დღესაც იწვევს.
მისი განმარტებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2014-2016 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა.