მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულენოვანი გამოცემა "ორთოდოქსია-ინფო" აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით, ბართლომეოს პირველმა დღეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო და პირადად რუსეთის პატრიარქს კირილს აცნობა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
სექტემბრის დასაწყისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელზეც შესაძლოა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილონ, თუმცა დღის წესრიგში ამ თემის შეტანას მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.