22 დეკემბერი 2024,   15:00
ვრცლად
პუტინის დაფინანსებული მედიაფორუმი თბილისში - დასკვნითი შეხვედრა კვლავ პროტესტის ფონზე ჩაივლის 

პუტინის მიერ დაფინანსებული სკანდალური მედიაფორუმი დღეს დასრულდება. კონფერენციის მონაწილეებს მუშაობა კვლავ ხმაურიანი აქციებისა და პროტესტის ფონზე მოუწიათ. 2 დღიანი განხილვებისას გამოიკვეთა, რომ კრემლის პროპაგანდისტებს კონკრეტული გზავნილი ჰქონდათ.

რუსი ანალიტიკოსები ხაზგასმით საუბრობდნენ, რომ საქართველომ 2008 წლის შემდეგ შექმნილი რეალობა უნდა მიიღოს, ოკუპაციას შეეგუოს, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან ცხინვალისა და სოხუმის გარეშე დაიწყოს.

"სამხრეთ კავკასიურ“ ფორუმის 4 მთავარი სპიკერი ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა. 

„რა თქმა უნდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ტერიტორიაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, სადაც უშიშროების საბჭოს უნდა ჰკითხონ, ვინ არის დამოუკიდებელი ან ვინ არის რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში," – განაცხადა „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ.

დღის ამბები