22 დეკემბერი 2024,   15:22
ვრცლად
„რუსთავი 2"-ის საქმე ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საქმე ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდება - აღნიშნული ინფორმაცია, დოკუმენტის ავტორის ანდერს მამიკინსის შემდეგ, კიდევ ერთმა დეპუტატმა ანა გომესმა დაადასტურა.

ანა გომესი ამბობს, რომ მედიაგარემო ევროპელი დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემებს მართლმსაჯულების კუთხითაც ხედავს.

დეპუტატ ამბობს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე მისიის ახალ ხელმძღვანელთან დახურულ შეხვედრაზე ყველა თემა უკვე განიხილეს.

„ერთ-ერთი შესწორება "რუსთავი2"-ის საკითხს ეხება. ეს არის პლურალიზმის კონტექსტში, რომელიც გვინდა რომ იყოს შენარჩუნებული და განვითარებული. ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმირება. ამ კვირაში პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელთან და რამდენიმე დეპუტატმა ეს საკითხები წამოწია.

ბევრ სფეროში ვნახეთ პროგრესი. მათ შორის მთავრობასა და ოპოზიციის ურთიერთობებში, მაგრამ რჩება პრობლემებიც, რომლებსაც შევეხებით ამ ყოვლისმომცველ ანგარიშში“-განაცხადა გომესმა.

დღის ამბები