22 დეკემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. გელა დეკანაძის თქმით, მშენებლობა დაწყებულია, თუმცა მისი არც ნებართვა და არც პროექტი არ არსებობს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბულვარში საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსი შენდება, რაც მათი აზრით, ბულვარს ფუნქციას უკარგავს.

ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გამაჯანსაღებელი ცენტრი არსებობდა და გელა დეკანაძის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მისი რეაბილიტაციის თაობაზე აქვს ნებართვა გაცემული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მშენებლობის ადგილზეც მივიდნენ. 

დღის ამბები