22 დეკემბერი 2024,   16:26
ვრცლად
მამიკინსის მოხსენება - მამუკა ბახტაძე ოპონენტებს მოუწოდებს ნუ იმოქმედებენ ვიწრო პარტიული ინტერესებით

ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის მოხსენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს. საუბარია ევროპელი პოლიტიკოსების  მოთხოვნაზე, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში მაქსიმალურად კრიტიკული გახდეს.

მამუკა ბახტაძე მოუწოდებს ოპოზიციას ნუ იმოქმედებენ ვიწრო პარტიული ინტერესებით.

„როდესაც ასეთი საკითხები დაიყვანება ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და მსჯელობებზე რა თქმა უნდა ეს არის სრულიად მიუღებელი. თუ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი უჭერენ ჩვენს საგარეო კურსს მხარს, მაშინ კეთილი ინებონ და ობიექტურად შეაფასონ და ობიექტური კომენტარები გააკეთონ იმ შეფასებაზე  რასაც ახორციელებენ  ჩვენი ევროპელი კოლეგები. ეს არის საერთო წარმატება. ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართველი ერის წარმატება და არა პარტიული წარმატება მხოლოდ ჩვენი. და იმასვე მოვითხოვთ პოლიტიკურ ველზე მყოფი სხვა ორგანიზაციების მხრიდან,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები