22 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

განცხადება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის გზის არჩევას ნიშნავს.

დემოკრატიული მოძრაობა საპარალამენტო არჩვენებისთვის მოემზადება.

„მე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. დიახ, მე შევქმნი ასეთ ძალას და შევცვლით ამ ხელისუფლებას. ოღონდ ამისთვის გადამწყვეტია ის, რომ საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზად იყოს და გვერდში დაგვიდგეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

დღის ამბები