22 დეკემბერი 2024,   15:23
ვრცლად
საქართველო-ლატვია 1-0 - მატჩის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან შეხვედრა წარმატებით 1-0 დაასრულა. მატჩის დაწყებამდე და მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმები განსაკუთრებით იყო გამკაცრებული.

სტადიონის შესასვლელში სამართალდამცველები ამოწმებდნენ ყველას, ვინც დინამო არენაზე შედიოდა. პოლიციელები მობილიზებულები იყვნენ ტრიბუნებზეც. მათ სტადიონიდან გაიყვანეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ტრიბუნაზე ლგბტ დროშის დაწვა სცადეს.

მატჩის დასრულების შემდეგ კი ძალოვანმა უწყებამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეხვედრის განმავლობაში სამინისტროს დანაყოფები მაქსიმალურად იცავდნენ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას.

დღის ამბები