22 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
თურქეთში, დაბა ხოფას სანაპიროზე საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში, დაბა ხოფას სანაპიროზე საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში შევიდა და რამდენიმე წუთში მისი კვალი გაქრა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სანაპირო დაცვის სამსახური.

რიზედან, ტრაპიზონიდან და სამსუნიდან კი დამატებით ჯგუფებსაც ელოდებიან.

არსებული ინფორმაციით, 28 წლის ბათუმელი მძღოლი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა. ავტოსადგომზე ავტომობილი გააჩერა და ზღვაში შევიდა. მას თან ორი კოლეგა ახლდა. ადგილზე მძღოლის ახლობლები და გენერალური საკონსულოს თანამშრომლები იმყოფებიან. 

დღის ამბები