22 დეკემბერი 2024,   15:00
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი - საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციებით მიმართავს 

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაცია შესაბამის რეკომენდაციებს დღეს იუსტიციის საბჭოს წარუდგენს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა მიკერძოებით ხდება, რაც პროცესის მიმართ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. იურისტები საბჭოს მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ.

„ჩვენი რეკომენდაციები ეხება ამ პროცესის უფრო გამჭვირვალედ წარმართვას. როგორ შეარჩიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები ისე, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს საზოგადოებაში. ეს პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, ობიექტურობის და დამსახურების პრინციპით წარიმართოს,“-განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ეკატერინე ციმაკურიძემ.

დღის ამბები