22 დეკემბერი 2024,   15:05
ვრცლად
"ისინი გეგმავენ არჩევნების გაყალბებას"-ენმ "ოცნების" იმ აქტივისტების სიას ასაჯაროებს, რომელთა დანიშვნაც საუბნო კომისებში იგეგმება

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტების სიას ასაჯაროებს, რომელთა დანიშვნას პარტიის ინფორმაციით მმართველი გუნდი ბათუმის  საუბნო კომისიებში გეგმავს. ოპოზიციის მტკიცებით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას გეგმავს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პარტიული ნიშნით არ დაუშვას საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

„ჩვენ მოვიპოვეთ სია, რომელიც შედგენილი იქნა „ქართული ოცნების“ შტაბების მიერ და შეთანხმებულია მუნიციპალიტეტების მერებთან.  მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისია და  საოლქო საარჩევნო კომისიებს ეს ადამიანები, რომლებიც შეყვანილი იყვნენ სიებში "ქართული ოცნების" მიერ არ იქნან არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიებში. რადგან სწორედ მათი არჩევა ნიშნავს იმას, რომ ისინი გეგმავენ არჩევნების გაყალბებას,“-განაცხადა გია აბულაძემ.

დღის ამბები