22 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერების ფიგურანტი ლევან ყიფიანი კომენტარს არ აკეთებს და კამერებს ემალება

სკანდალური ჩანაწერების ფიგურანტი სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი კომენტარს არ აკეთებს და კამერებს ემალება. ყიფიანი ამ დრომდე სახელმწიფო კომპანიის, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. "კურიერი" რკინიგზის პრესამსახურში შეეცადა იმის გარკვევას, აკეთებს თუ არა ხმაურიან ჩანაწერებზე ყიფიანი კომენტარს, თუმცა მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

"რუსთავი2”-ის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში, სანდო წყაროს მტკიცებით, სწორედ სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი საუბრობენ. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი 2 მილიონს ითხოვდა.

დღის ამბები