გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვედრებს აჭარაში მართავს. ის გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა. ადგილობრივები აპროტესტებენ ქვეყანაში მარიხუანის მასშტაბურ წარმოებას, შეტევას თავისუფალ ბიზნესსა და მედიაზე და უმუშევრობას.
„ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ქუთაისს წაართვეს პარლამენტი. ბათუმს წაართვეს უნივერსიტეტი. ქართველ ხალხს წაართვეს სიტყვა ოცნება იმიტომ, რომ ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრას ამომრჩეველთან მიხეილ სააკაშვილის მეუღლეც ესწრებოდა.
"გრიგოლი იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ნომერი 5 და ნინო ანანიაშვილი იქნება მეხუთე პირველი ლედი. ეს წყვილი არის ძალიან ღირსეული, პატრიოტი განათლებული. მთელი მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება და ეს არის უზარმაზარი ძალა და შეუძლია ამ ძალით ძალიან ბერი რამ გააკეთოს, ბევრი რამ შეცვალოს და მოამზადოს მთელი ქვეყანა დიდი ცვლილებებისთვის,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.