22 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
გამოკითხული მოსახლეობის 40% ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სრულად არ ეთანხმება - Edison Research

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევა, რომელიც „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარდა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების მოსახლეობის მიერ შეფასებასაც მოიცავს.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გამოკითხულთა 40% პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიციას სრულად არ ეთანხმება.

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

სრულად არ ვეთანხმები 40%

არ ვეთანხმები 31%

არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები - 7%

ვეთანხმები 8%

სრულად ვეთანხმები 4%

არ ვიცი ან უარი პასუხზე - 10%.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები