22 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
Edison Research - გამოკითხულების 41%-მა არ იცის, რომ ბოლო არჩევნებია, როდესაც ხალხი პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს

„იცით თუ არა, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ხალხი პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს?“ - ეს კითხვა საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში მოსახლეობას დაუსვა.

შედეგების მიხედვით, გამოკითხულების 48% ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია, ხოლო 41%-სთვის უცნობია, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით ირჩევს.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

დღის ამბები