22 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
„სარგებელი, აქედან შეიძლება იყოს ძალიან დიდი,“ - ირაკლი კობახიძე მარიხუანას შესახებ საუბრობს 

„სარგებელი, აქედან შეიძლება იყოს ძალიან დიდი,“ - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მარიხუანას შესახებ საუბრისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდი კვლავაც თავის პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ მარიხუანის კულტივაციას ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი სიღარიბის აღმოფხვრაა. 

„სარგებელი, აქედან შეიძლება იყოს ძალიან დიდი, ძალიან დიდ სარგებელზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობდით რაზე, რომ თუ ერთი მხრივ, ზიანი არ მოაქვს ამას საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, სარგებელი თუ არის ძალიან დიდი ეკონომიკისთვის და ძალიან დიდი საზოგადოებისთვის, მაშინ რატომ უნდა ითქვას ამაზე უარი. გამომდინარე ეკონომიკური მონაცემებიდან, რომელიც არსებობს და რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წლამდე და რომელიც იზრდება, მაგრამ ბუნებრივია საკმარისი არ არის სიღარიბის დასაძლევად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბე აღმოვფხვრათ საბოლოოდ. ზუსტად მაგიტომ არ ვამბობთ უარს, რომ ამაზე გვინდა საზოგადოების ინფორმირება, ამაზე გვინდა ეკლესიის წარმომადგენლების ინფორმირება, რომ ერთი მხრივ, არ არის ზიანი და მეორე მხრივ, არის დიდი სარგებელი. თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას განხილვის გაგრძელების თაობაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები