02 მაისი 2024,   06:31
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ორ წლამდე ასაკის ბავშვი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორ წლამდე ასაკის ბავშვი ემსხვერპლა, სამი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულები ტაქსით გადაადგილდებოდნენ და მძღოლი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობენ, მძღოლი კი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

დღის ამბები