22 დეკემბერი 2024,   15:03
ვრცლად
"იბერია"-ს და "ომეგა ჯგუფის" საქმე - ნატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხავენ 

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ნატო ჩხეიძეს დღეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. დეპუტატი გამომძიებლებისთვის გამომძიებლებისთვის დეტალურად აპირებს იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საქმის სწორად გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცასაგამოძიებო ორგანოში მაინც მივა.

თბილისის პროკურატურაში გუშინ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები გამოიკითხნენ.

„ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების ორი დირექტორი უკვე გამოცხადებული იყო გამოკითხვაზე ქალაქ თბილისის პროკურატურაში. ასევე დაბარებულია ომეგა ჯგუფის მესამე დირექტორი. სამივე მოიხდის მოქალაქეობრივ და კანონიერ ვალს. ამის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდოთ მათ დაბარებას თბილისის საქალაქო სასამართლოში,“-განაცხადა ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, 6 ფარული ჩანაწერი მოიპოვა. ჩანაწერებში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების გვარები ფიგურირებს და ის სავარაუდო ზეწოლას ასახავს. 

საუბარია ბიზნეს წილების გადანაწილებაზე და კონკრეტული თანხების "ქართული ოცნებისთვის" გადარიცხვაზე. 

ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს. 

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ჩანაწერების აუთენტურობა

დღის ამბები