22 დეკემბერი 2024,   15:07
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიის დირექტორი სასამართლო წესით გამოკითხვას ითხოვს

"ომეგა ჯგუფის" ხმაურიან საქმეზე გამოკითხვები პროკურატურაში გრძელდება. უწყებაში "ომეგა ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი მივიდა და განაცხადა, რომ ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

ნიკოლოზ ასანიძის განცხადებით, ყველა დეტალზე, რომელზეც ის გამომძიებლებმა დღეს გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით ისაუბრებს.

„როგორც ყველა დანარჩენმა, მეც ვარჩიე, მესარგებლა კანონით მონიჭებული უფლებით და მე გამოკითხვა ჩამიტარდება სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით“-ამბობს ნიკოლოზ ასანიძე.

ნიკოლოზ ასანიძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, შესაძლოა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფში" შემავალი სამივე კომპანიის დირექტორების სასამართლოში დაკითხვის თაობაზე, სასამართლოს დღესვე მიმართოს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სამივე დირექტორი დღესვე დაკითხონ.

დღის ამბები