22 დეკემბერი 2024,   15:18
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის გამართული დებატების ნახვის შემდეგ, საზოგადოება არჩევნებისთვის უფრო გააქტიურდება და დავით ბაქრაძის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

„რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ დებატებში მონაწილეობას. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, რომ ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსით არ მოიგოს ეს არჩევნები და მით უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას, რომ ის გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებში ცოტა ხნის წინ გამართული ბრიფინგის საშუალებით მიიწვია. მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არაევროპულია და მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპონენტებთან დებატები ნეიტრალურ სივრცეში უნდა შედგეს.

დღის ამბები