22 დეკემბერი 2024,   15:19
ვრცლად
"რთული დრო არის და ეს სირთულე არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც"-პატრიარქი

რთული დროა და ეს სირთულე არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკლესიურიც არის - ეს განცხადება კათალიკოს-პატრიარქმა დღეს სამებაში საკვირაო ქადაგების დროს გააკეთა. ილია მეორე ასევე მიესალმა ტაძარში მყოფ ათონის მთის ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს და საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქადაგებაში პატრიარქმა საქართველოში ქრისტიანობის როლსა და მის გავრცელებაზე, ასევე ათონის მთაზე სამონასტრო ცხოვრებასა და საქართველოს კავშირზე გაამახვილა ყურადღება. საპატიო სტუმარს ილია მეორემ მრევლის მიერ დამზადებული ჯვარი გადასცა საჩუქრად.

„რთული დრო არის. ეს სირთულე არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას ჩვენსა,“-განაცხადა პატრიარქმა. 

დღის ამბები